2.07.2010

გრამატიკული ლექსიკონი, canoo.net

იმ ენებში, სადაც ფლექსიური ფორმები სალექსიკონო ერთეულებს მნიშვნელოვნად სჭარბობენ, ხშირად ძალიან ძნელია ცალკეული (სინტაქსური) სიტყვის მნიშვნელობის მოძებნა. მაგალითად, ფრანგულის სწავლა როცა ახალი დაწყებული მქონდა, დიდი დრო მეხარჯებოდა იმის ძებნაში, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ფორმები (je) dois [ვალდებული ვარ], viendrons [მოვალთ] და მსგ. ზოგჯერ მთელი ფლექსიური პარადიგმის გადათვალიერება მიხდებოდა. ასეთივე პრობლემებს შეიძლება წააწყდეს გერმანულის დამწყები შემსწავლელი, როდესაც ნახავს ისეთ სიტყვებს როგორიცაა hülfe (ძვ. ვშველიდე/ვეხმარებოდე), söffe (გამოვთვრებოდე/გავილეშებოდე). წარმომიდგენია, რა მძიმე დღეში ჩავარდება ქართულის შემსწავლელი, როცა დააპირებს გაიგოს, რას ნიშნავს მნდომებია, შემოუნახავს. რომელ ლექსიკონში უნდა მოძებნოს მსგავსი ფორმები? ამ დროს უცხო ენაზე ინფორმაციის მიღება ხშირად იმაზე ადრე გვიხდება, ვიდრე სრულ ფლექსიურ პარადიგმას გავეცნობოდეთ.

თუმცა თანამედროვე ენის შემსწავლელებისთვის მსგავსი თავისებურება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს სხვადასხვა სახის მორფოლოგიური (ელექტრონული) ლექსიკონები, სადაც ბრაუზერში სიტყვაფორმის მითითებით შეგიძლიათ მონახოთ მისი სალექსიკონო ფორმა და კარგ შემთხვევაში მნიშვნელობაც.
მორფოლოგიური ლექსიკონის ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუში წარმოდგენილია გერმანული ენის გრამატიკულ პორტალზე canoo.net. აქ შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერი სიტყვაფორმის შესაბამისი სალექსიკონო ერთეული, ასევე სრული ფლექსიური პარადიგმა, (ლექსიკური) მნიშვნელობა, თეზაურუსი (სინონიმები, ანტონიმები) და წარმოიდგინეთ ინგლისური შესატყვისიც კი. ამის გარდა პორტალი შეიცავს მაღალი ხარისხის გრამატიკული ცნებების ლექსიკონს, მართლწერის, მორფოლოგიის, სინტაქსის სიტყვაწარმოების სახელმძღვანელოს, სხვადასხვა ონლაინ–ლექსიკონების მისამართებს. ვიდეოში ნახავთ, როგორ შეიძლება მოვიძიოთ კონკრეტული სიტყვაფორმისთვის (გერმ. 'spinnst') ამომწურავი ინფორმაცია canoo–ს პორტალზე:




მსგავსი მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ ასევე ვიკიპედიას ლექსიკონში (ყველა ფართო გავრცელებული ენებისთვის საკმაოდ სრულყოფილად),

style="position: relative; overflow: hidden; width: 320px; height: 140px;"> classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000"
codebase="http://fpdownload.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=8,0,0,0"
width="320" height="120" id="loader" align="middle">





height="120" name="loader" align="middle"
allowScriptAccess="sameDomain" type="application/x-shockwave-flash"
pluginspage="http://www.macromedia.com/go/getflashplayer" />
style="position:absolute;top:120px; left:0px;width:320px;height:20px;background:url(http://i2.midasplayer.com/flash/webmaster/img/nav_base.jpg?_v=0);">
style="text-decoration: none; font-family: 'Trebuchet MS'; font-size: 11px; font-weight: normal; color: #FFFFFF;"
href="http://www.king.com/community/profile.jsp?username=Nuradin..David">Profil ansehen


Spielen







მსგავსი საიტის შექმნა ქართული ენისთვის, რომელსაც გერმანულზე გაცილებით რთული ფლექსია აქვს, აუცილებელია. მართალია არსებობს რამდენიმე ლექსიკონი, სადაც შესაძლებელია ფლექსიური ფორმების ანალიზი (მაგ. ქართული სპელ–ჩეკერი ena.geზე, ასევე პაულ მოირერის გრამატიკული ლექსიკონი ქართულისთვის), თუმცა სრულყოფილ (ინტეგრატიულ) გრამატიკულ ლექსიკონამდე ჯერ არ გვაქვს.

P.S. თხოვნა: მომწერეთ თუ იცით canoo–ს მსგავსი პორტალი ფრანგულისთვის. (ვიკიპედიას ლექსიკონს არ ვგულისხმობ) დიდი მადლლობა წინასწარ :)

No comments:

Post a Comment